Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყულ დელფინებს არ შეეხონ

17 ივლისი, 2017 12:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამოირიყა. სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ გამორიყულ ძუძუმწოვრებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლოა, დელფინების გამორიყვა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა.

მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153“,- ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^