Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობას ანგრევენ

17 ივლისი, 2017 14:20

ამ წუთებში თბილისში, მელიქიშვილის #10 ნომერში მდებარე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობას ანგრევენ.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ადგილას კომპანია m2 მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავს. ისტორიის ინსტიტუტის ადგილას დაგეგმილ მშენებლობას საზოგადოების ნაწილი, აქტივისტები აპროტესტებდნენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით m2-ში აცხადებდნენ, რომ შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო, შესაბამისად, რეაბილიტაციის ისეთი გზა აირჩიეს, დაშლისა და თავიდან აწყობის, რაც შენობის ფასადის არსებული სახით შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 

m2-ის სასტუმროს პროექტი ისტორიის ინსტიტუტის ადგილას და სამოქალაქო პროტესტი

აღნიშნულ პროექტზე არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა 2017 წლის იანვრის დასაწყისში გასცა. პროექტის მთავარი არქიტექტორი ირაკლი შარაშიძეა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: 130-ნომრიანი, სამვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და 18-ბინიანი საცხოვრებლისგან. პირველი სართულიდან მე-5 სართულის ჩათვლით განთავსებული იქნება სასტუმრო ნომრები, ხოლო 6-დან მე-11 სართულის ჩათვლით - საცხოვრებელი ბინები. საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ფართობი 2153 კვმ-ია, განაშენიანების ფართობი-1859 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი - 11116 კვ.მ. მშენებლობა 2017 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივლისი
23 ივლისი

რობაქიძის ქუჩაზე ავტომობილი ამოყირავდა

რობაქიძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა.  შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედ ...
23 ივლისი
23 ივლისი

ფოტო ► ორი აქცია

მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ" მარჯანიშვილის გამზირზე „რუსული ფაშიზმის" საწინააღმდეგოდ აქ ...
23 ივლისი
23 ივლისი

ფოტო ► ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონ ...

ბიძინა ივანიშვილი Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ეს მისი პირველი საჯარო ფოტოა მას შემდეგ, რაც „ ...
^