Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელ ურაველში „ნაციონალების“ წარმომადგენელი ცემაში „ქართული ოცნების“ წევრებს ადანაშაულებს

17 ივლისი, 2017 14:41

ახალციხეში, სოფელ ურავლის ტყეში სოფლის ყოფილი გამგებელი და  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ბეგლარ კაპანაძე სცემეს. აღნიშნულ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. ფიზიკური შეურაცხყოფა მის 80 წლის მამასა და 23 წლის შვილსაც მიაყენეს. კაპანაძეების ცემის ფაქტი „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაუდასტურა.

ამჟამად კაპანაძეების ოჯახში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი, რომელიც „ლიბერალთან“ მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ბეგლარ კაპანაძე დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია და არჩევნებზე აქტიურად ეხმარება მათ. ბოტკოველი ამბობს, რომ სოფელ ურაველში 2016 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდა და სწორედ მაშინ დაემუქრნენ კაპანაძეს, რომ არ გაახარებდნენ. 

გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როცა ტყეში შეშისთვის წასული ბეგლარ კაპანაძე შვილთან და მამასთან ერთად უკან ბრუნდებოდა.

„საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ქეიფობდნენ თურმე იქვე ტყეში. გუბერნატორიც იქ ყოფილა, მაგრამ ცოტა ადრე წასულა. მათ ტყიდან მომავალ კაპანაძეებს გზა გადაუღობეს და სასტიკად გაუსწორდნენ“.

რაც შეეხება დაზარალებულთა ამჟამინდელ მდგოამრეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, ბეგლარ კაპანაძე სასტიკადაა ნაცემი, თუმცა ის ამჟამად სახლში იმყოფება. საავადმყოფოდან გამოწერეს მისი 80 წლის მამაც, რომელსაც თავი აქვს გატეხილი. ხოლო კაპანაძის 23 წლის შვილი კვლავ საავადმყოფოში რჩება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, ვინ მონაწილებდა მათ ცემაში და ამას გამოძიება დაადგენს. 

ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^