Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაზის ტრანსპორტირების ფასი 1 კუბურ მეტრზე, საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა

17 ივლისი, 2017 15:03

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა, თუმცა ეს როგორ აისახება სამომხმარებლო ტარიფზე, ჯერ უცნობია - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მილორავას განცხადებით, აქამდე „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ჰქონდა 4 ტარიფი. განსხვავებული ტარიფები იყო თბოსადგურებისთვის, მოსახლეობისთვის: „როგორც ელექტროენერგეტიკაში ხდება, შესაძლებელია ერთი კომპონენტი იზრდებოდეს, მაგრამ მეორე მცირდებოდეს. რადგან 3 კომპონენტზე გვაქვს საუბარი, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, ხვალ რა მოხდება, თუ არ დავინახავთ სამივე კომპომენტის საბოლოო შედეგს. ჩვენ დავადგინეთ ერთიანი ტარიფი, რადგან ეს არის სწორი პრაქტიკა. ძირითად ტარიფთან შედარებით, რაც სექტორში მოქმედებდა - 1.383 თეთრი, მასთან შედარებით დაახლოებით, 0.5 თეთრით გაიზარდა ტრანსპორტირების ტარიფი", - განაცხადა მილორავამ.

მისივე განმარტებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა, ბუნებრივია, ექნება, თუმცა საბოლოო შედეგს დანარჩენი კომპონტების განხილვის შემდეგ დავინახავთ.

მილორავამ ასევე აღნიშნა, რომ ტრანსპორტირების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია: „სამომხმარებლო ტარიფში სამი კომპონენტია თუ დღგ-ს არ ჩავთვლით. მისი წილი სამომხმარებლო ტარიფში დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია".

მისივე თქმით, აქამდე მოქმედი ტარიფი იყო 1 კუბურ მეტრზე - 1. 383 თეთრი, ხოლო დღეს დადგინა ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი (დღგ-ის გარეშე).

სემეკმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.

სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის", „დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^