Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო ვერ შექმნა

17 ივლისი, 2017 15:49

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია მომჩივნების - ოთარ გურეშიძისა და ლიანა ალავიძის პირადი და ოჯახური ცხოვრებისა დაცულობის უფლება მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს დაბინძურების გამო. სასამართლომ მომჩივნების სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 4500 ევროს გადახდა დააკისრა. 

2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 2017 წლის 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა.

საჩივარში საია და EHRAC  დავობდნენ, რომ თბილისის ცენტრში, მომჩივანთა საცხოვრებელი კორპუსიდან ოთხი მეტრის მოშორებით მდებარე  თბოელექტროსადგური საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდიდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას.

თბოელექტროსადგურმა მუშაობა 1939 წელს დაიწყო და 2001 წელს ნაწილობრივ შეწყვიტა. საიას მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეროვნული სასამართლოების წინაშე დაადასტურეს, რომ შენობის მცხოვრებთა ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა თბოელექტროსადგურის მიერ გარემოს დაბინძურებით ყოფილიყო გამოწვეული, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს, რომ მომჩივნების ჯანმრთელობას ზიანი გარემოს დაბინძურების შედეგად მიადგა.

მომჩივნების მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკისრეს ქარხანას ზიანის შესამცირებლად კონკრეტული ზომების მიღება. ამგვარი ზომები შეიძლებოდა ყოფილიყო თბოსადგურის დავალდებულება ღუმლებზე დაემონტაჟებინა სპეციალური ფილტრები ან დაევალებინა ზიანის გამომწვევი ქმედებების საცხოვრებლისგან მოშორებით განხორციელება.

2013 წლის 7 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას მიერ წარდგენილი არგუმენტები და დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრებისა დაცულობის უფლება მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს დაბინძურების გამო (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი).

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი კრძალავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ უფლების თვითნებურ შეზღუდვას, არამედ აწესებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

GEM Fest-ზე დასაქმებულები ანაზღაურების ...

Gem Fest-ზე დასაქმებული პირები კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლომდე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ,  ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ფონიჭალაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 ...

ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა; შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.&nbs ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ბათუმში ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამი ...

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი სახლი დაინგრა და ორსაც ცე ...
^