Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი - ქალის მიმართ სიძულვილის გამოხატვის ფორმები ყველანაირ წითელ ხაზს სცდება

17 ივლისი, 2017 17:06

იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის, ისღა რჩებათ,  სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქ გვერდზე „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტს. 

„ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველანაირ წითელ ხაზს სცდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე, როგორ ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.

ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის ისღა რჩებათ სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.

ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე", - წერს ჩუგოშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

საია: „თბილსერვის ჯგუფს" 3 მლნ-მდე ღირებ ...

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფი" 3 მლნ ლარამდე ღირებულ ...
25 სექტემბერი
25 სექტემბერი

რატომ გაათავისუფლეს ილიას სახელმწიფო უნი ...

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნესის სკოლიდან 25 ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ რომ ...
25 სექტემბერი
25 სექტემბერი

სარფის საბაჟოზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალ ...

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, ჯენი კვანტალიანის მიმართ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობი ...
^