Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ოცნება“ ენმ-ის წევრის ცემის ფაქტზე: მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, დროულად გამოიძონ

17 ივლისი, 2017 18:16

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფლის ყოფილი გამგებლის, ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ახალციხეში, სოფელ ურავლის ტყეში სოფლის ყოფილი გამგებელი და  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ბეგლარ კაპანაძეს სცემეს. აღნიშნულ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭემ  გაავრცელა. ფიზიკური შეურაცხყოფა მის 80 წლის მამასა და 23 წლის შვილსაც მიაყენეს. კაპანაძეების ცემის ფაქტი „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაუდასტურა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, ვინ მონაწილებდა მათ ცემაში და ამას გამოძიება დაადგენს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^