საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში დააკავეს პირი, რომელიც დღეს, უზნაძის ქუჩაზე ნაპოვნი გოგონას მვლელობაშია ეჭვმიტანილი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ტელეკომპანიას ამის შესახებ გოგოს მეზობლებმა შეატყობინეს.