Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქალთა სოლიდარობის მარში“ - 19 ივლისს აღმაშენებელზე აქცია დაიგეგმა

18 ივლისი, 2017 11:08

19 ივლისს, 19:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, დაიგეგმა ქალთა სოლიდარობის მარში, რომელიც  კულტურის სახლთან დაიწყება. მარშს უერთდებიან ორგანიზაციები - „საფარი“, „ქალთა მოძრაობა“, „ქალთა მზერა“, „თანასწორობის მოძრაობა“ და „ქალები საქართველოდან“. 

 „ვიწყებთ ქალთა სოლიდარობის მარშს - უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.
რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ე.წ. "ქართველთა მარში", რომელთა წევრებმაც ქვეყანაში არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ღიად დაიწყეს ფაშისტური განცხადებების გაჟღერება, მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში. ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე.

♀️ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი!
♀️ ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!

დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს. 
გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწვეტია. 

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება- შემოგვიერთდით ანტიფშისტურ მასობრივ მსვლელობაში.

ქალების ბრძოლა იწყება.

ჩვენი მოთხოვნებია:

✊ დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
✊ მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.
✊ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.
✊ მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^