Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ 90 მილიონი ლარის, 5 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციების ემისია განახორციელა

18 ივლისი, 2017 16:49

 „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ - „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“, 90 მილიონი ლარის ღირებულების 5 წლიანი  ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების განთავსების აგენტია სს“ გალტ ენდ თაგარტი“. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული თანხა  ადგილობრივი კომერციული ბანკების მიმართ სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებასა და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტ“-ის როლი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ & თაგარტი“ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არამხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელს „გალტ & თაგარტ“-ს და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გუნდის წევრებს“ განაცხადა „გალტ & თაგარტ“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.       

“მოხარული  ვარ, რომ ევექსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. ეს არის ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე მსხვილი ემისია ქართულ კორპორაციულ ბაზარზე (საბანკო ინსტიტუტების გარდა). აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას, როგოც ქართული ეკონომიკისა და ჩვენი ვალუტის მიმართ, ასევე - „სამედიცინო კორპორაცია ევექსისადმი“ - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გა ...

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებ ...
16 იანვარი
16 იანვარი

26 წლის მამაკაცს ოთხჯერ ესროლეს - დაჭრილ ...

მორიგი კრიმინალური შემთხვევა თბილისში - ნუცუბიძის ფერდობზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან,  26 წლის ...
16 იანვარი
16 იანვარი

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრ ...

თბილისის მოსახლეობის ნაწილს  ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონი 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვ ...
^