Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: სამართალდამცავები ემზარ კვიციანს დღეს დაიბარებენ და გამოკითხავენ

19 ივლისი, 2017 13:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დეპუტატ ემზარ კვიციანს სამართალდამცავები დღეს დაიბარებენ და გამოკითხავენ. ამის შესახებ „ლიბერალს" უწყებიდან  აცნობეს.

საქმე ეხება ემზარ კვიციანის facebook-ით გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ვანო ჯავახიშვილი გიორგი სანაიას მსგავსად, მომავალი მსხვერპლი შეიძლება გახდეს. 

„შესაძლებელია, საქართველოს ამჟამინდელი, და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი ,გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლისღვრა ახასიათებთ!უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი. ასეთ უისე ნიჭიერი მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს! სუსს, შსს-ს ,პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე, როგორც ჟვანიას შემთხვევაში, შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან! წარმოიდგინეთ, ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ გააპრავებენ ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში! და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა! ამიტომ ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და კერძოდ იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის. როცა ბრძანებას მიიღებ, ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო, უბრალოდ გამოდი და ამხილე, ვინც შეგიკვეთა! პირობას გაძლევ, რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ! ყველამ იქ, იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც ვართ, და აუცილებლად გავიმარჯვებთ!დიდება ღმერთს!!!", - წერს კვიციანი.

მის ამ განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია და დეპუტატის განცხადებაზე რეაგირება მოითხოვა:

„ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს. მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას”, - წერს გვარამია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^