Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► ქალთა სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე იმართება

19 ივლისი, 2017 19:24

აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ ქალთა მარში იმართება. 

ორგანიზატორთა განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული „ქართველთა მარშის" წევრებმა ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ფაშისტური განცხადებები გააკეთეს.

„მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში. ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე“.

მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ ისინი სიძულვილისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ერთიანდებიან და საზოგადოებას ერთსულოვნებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. 

„მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება - შემოგვიერთდით მასობრივ მსვლელობაში. ქალების ბრძოლა იწყება.

ჩვენი მოთხოვნებია:

✊ დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.

✊ მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.

✊ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.

✊ მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ

მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^