Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

20 ივლისი, 2017 10:10

არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ოთხშაბათ საღამოს სენატორის ოფისმა გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი გასულ პარასკევს, მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.

ანალიზებმა ცხადყო, რომ სისხლჩაქცევა გლიობლასტომის - ტვინის აგრესიული სიმსივნის შედეგი იყო. უკანასკნელი თვეების განმავლობაში სენატორი მაკეინი დაღლილობასა და მხედველობის გაუარესებას უჩიოდა. სენატორი და მისი ექიმები მკურნალობის მეთოდებს იხილავენ. უახლოეს დღეებში გადაწყდება, სენატორს ქიმოთერაპიას დაუნიშნავენ, თუ სხივურ თერაპიას.

მაკკეინის ჯანმრთელობის გაუარესების ცნობას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტვიტერზე გამოეხმაურა: „ჯონ მაკკეინი ამერიკელი გმირია და ერთ-ერთი უმამაცესი მებრძოლი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. სიმსივნემ არ იცის, ვისთან აქვს საქმე. ჯოჯოხეთი მოუწყვე მას, ჯონ."

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^