Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პეტრო პოროშენკო: ქართველებსა და უკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა

20 ივლისი, 2017 10:18

„ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ ბათუმში ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმის გახსნისას. პოროშენკოს განცხადებით, ქართველებსა და უკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა.

„ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, პრეზიდენტების, მთავრობების ურთიერთობების უპირობო დადასტურება, არამედ ჩვენი ერების სტრატეგიული ურთიერთობის დასტურიც. ჩვენ მებრძოლი, მაგრამ ამავდროულად მშენებელი ქვეყნები ვართ. დღეს უკრაინა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები არიან.

ჩვენ გავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა და კარდინალურად შევცვალეთ ქვეყანა. უკრაინელებმა და ქართველებმა მიიღეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ, მე გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, არ გავამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის, გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი ბიომეტრიული პასპორტით, არა - ნუ ამარტივებთ ამას, ეს არის საბოლოო დამშვიდობება საბჭოთა კავშირსა და რუსეთის იმპერიასთან და ჩვენ ვბრუნდებით ევროპული ერების ოჯახში", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოდან წუხელ გაემგზავრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^