Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: მოსაზრება, რომ Check in Georgia უცხოელი ტურისტების რაოდენობას გაზრდიდა, არ გამართლდა

20 ივლისი, 2017 12:30

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 20 ივლისს, კვლევის - „Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა.

 დოკუმენტში  განხილულია 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენება და ძირითად ტენდენციები.

„საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, „Check in Georgia-ს”, სამ მსხვილ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5, ინტერნეტის საშუალებით სულ 56,596 ბილეთი გაიყიდა.  აღნიშნული რაოდენობიდან - 2958 ბილეთის შესყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნიდან მოხდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5,23% შეადგენს მხოლოდ. შესაბამისად, პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ „Check in Georgia“ უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს არ გამართლდა.

პროექტის სამი მსხვილი ღონისძიების ბილეთებში უცხოელი ტურისტების წილი კიდევ უფრო უმნიშვნელო ხდება, თუ 2016 წელს, „Check in Georgia-ს” ფარგლებში, საქართველოს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენობას, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობასთან შევადარებთ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, საქართველოს სულ 6,360,503 ვიზიტორი ეწვია. შესაბამისად, „Check in Georgia”-ს საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდულ ბილეთებზე, ქვეყანაში ვიზიტორების მხოლოდ 0,05% მოდის“.

საიას ინფორმაციით, ქვეყნის საზღვრების გარეთ გაყიდული ბილეთების დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებზე მოდის, საიდანაც ისედაც მაღალი იყო ტურისტების ნაკადი და პროექტს პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვაზე.

საიას კვლევის მიხედვით, 2016 წელს პროექტ „Check in Georgia-თან” დაკავშირებით საყურადღებოა ასევე შემდეგი გარემოებები:

- პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2016 წელს ჯამში 40 მილიონ ლარს აჭარბებდა (საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ბიზნეს სექტორის მიერ გაღებული თანხა); 

„პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯის დიდი ნაწილი გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე მოდის, რამაც არსებითად შეამცირა კონკურენცია პოტენციურ მიმწოდებელს შორის და გაზარდა ფინანსების არარაციონალურად ხარჯვის რისკი; 

- დღემდე არ არსებობს დოკუმენტი (პროექტი), სადაც დეტალურად და ამომწურავად იქნებოდა გაწერილი, თუ რა იყო პროექტის მიზანი, როგორ შეფასდებოდა ის, როგორ გაიზომებოდა პროექტის წარმატება/წარუმატებბლობა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები;

- სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, რომელიც 2016 წელს კულტურის განვითარების ფონდის სახელით  „Check in Georgia-ს” მართავდა, არ ფლობს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას პროექტის ფარგლებში რეალიზებული ბილეთების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, TKT.GE-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 15%-დან 20%-დე ცდომილების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი „Check in Georgia” 2017 წელსაც ხორციელდება, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ ხარჯვა და სახელმწიფო შესყიდვების კონკურენტული ფორმების გამოყენება. ასევე, საზოგადებას წარუდგინოს „Check in Georgia-თან“ დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც სრულად და ამომწურავად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია პროექტის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, რისკის და სხვა აუცილებელი კომპონენტების შესახებ“,- წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიხეილ გიორგაძე „რუსთავი 2-თან“  „საია“-ს წარმომადგენელთა განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დაპირისპირება კულტურის სამინისტროსთან პირადულ დამოკიდებულებაში გადავიდა.

„ვფიქრობ, ცოტა არასერიოზულ რეჟიმში გადავიდა ეს საკითხი. სამჯერ ზედიზედ მოუწიათ უკვე საკუთარი სარჩელის გამოტანა. პირადად მე მათ კომპეტენციაში არ შევიტანდი რაიმე ეჭვს, უბრალოდ მე მეჩვენება, რომ უკვე პირადულ დამოკიდებულებაში გადადის ეს ყველაფერი და რაღაც ჩასაფრების რეჟიმში, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^