Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუხთარლის საქმის გამოძიებამდე კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსები გაათავისუფლეს

20 ივლისი, 2017 14:22

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შესახებ ბრიფინგი გამართა. მან გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას. შსს-ს მინისტრმა ბრიფინგის დასასრულს განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობები დატოვეს კონტრადაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

მისივე თქმით, შსს მათი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა. 
ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს. 
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს“,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აფგანის თქმით, მას საღამოს საათებში თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე დახვდა სამი პირი, მათგან ორი სამართალდამცავის ფორმაში იყო ჩაცმული. გამტაცებლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ასევე მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა. 

აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა ბრალი.

საქართველოს შსს მუხთარლის საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს. 

შსს-მ აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა - ჯამში დაიკითხა 343 მოწმე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^