Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა - ჯამში დაიკითხა 343 მოწმე

20 ივლისი, 2017 14:42

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შესახებ ბრიფინგი გამართა. მან გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას. გთავაზობთ მინისტრის გამოსვლის სრულ ტექსტს. 

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, სულ დათვალიერებულია 46 კამერის ჩანაწერი, მათ შორის კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე 10 კამერა, მიმდებარე ტერიტორიაზე 19 კამერის ვიდეოჩანაწერი. ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი მაისურით, სავარაუდოდ აფგან მუხთარლი 4 ნომერ მიკროავტობუსში ჯდება. გამოიკითხა მოწმეები, მარშუტკის მძღოლები, რომლებმაც თქვეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს სამასი არაგველიდან გოთუას ქუჩამდე და 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოიკითხა ათეულობით მოწმეა ტაქსის მძღოლები, ობიექტების თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან გატაცების ფაქტი. მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა 27 ვიდეჩანაწერი, რაშიც არ ფიქსირდება მუხთარლი. გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს არ დაუნახავთ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, არც სხვა საეჭვო გარემოება. გამოიკითხა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 66 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინციდენტს, ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სულ ჯამში დაიკითხა 343 მოწმე. გამოძიება „მაგთიკომიდან" გამოითხოვა 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით მუხთარლის მობილურზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს გაეგზავნათ მათ წარმოებაში არსებულ მასალების გამოთხოვისა და მუხთარლის დაკითხვის თაობაზე შეტყობინება, ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ. მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის შვილს დაენიშნათ დაცვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. მათი დამცველი ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის მასალებს და მიეცა ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება.საქმეზე გამოძიება გრძელდება", - განაცხადა მინისტრმა. 

ამასთან, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვონ. 

„მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა დატოვონ თანამდებობები. ჩვენ როგორ უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა, გაურკვეველ ვითარებაში მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა მღებრიშვილმა. 

მუხთარლის საქმის გამოძიებამდე კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსები გაათავისუფლეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^