„ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის კუთხით არის უარყოფითი გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავთ ოკუპაციის ხაზზე“ - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტს და რუსი დეპუტატების საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.
„ეს ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მზად გადადგას ქმედითი ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენც ადეკვატური ვართ ჩვენს ამ დამოკიდებულებაში", - განაცხადა ლევან იზორიამ.