Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ელჩი: მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

21 ივლისი, 2017 12:05

თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე ქართველი დამსვენებლები რეკავდნენ, ძირითადად, მიწისძვრის შიშის გამო. 

„ამ დროისთვის, საელჩოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში მიწისძვრის ეპიცენტრი იყო საბერძნეთის მხარეს, ეგეოსის ზღვასთან. ბოდრუმში იყო საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა. დაზიანებულია ძველი შენობები, მაგრამ, რაც მთავარია, მსხვერპლი არაა. ამ მომენტისთვის, 90 ადამიანია დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა, მათ შორის ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იყო ცხელ ხაზზე შემოსული ზარები, ძირითადად, შიშიდან გამომდინარე. თუმცა, ამ დროისათვის, დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები“ - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ეგეოსის ზღვაში, რის შედეგადადაც საბერძნეთის კუნძულ კოსზე 2 ადამიანი დაიღუპა, ბიძგები იყო თურქეთის სანაპიროზეც, ბოდრუმში. მიწისძვრა ადგილობრივი დროით წუხელ, 01:31 საათზე მოხდა. 

BBC-ის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 6.7 მაგნიტუდას მიაღწია. დაშავებულია 100-მდე ადამიანი, ტურისტულ ნაწილში. ასევე დანგრეულია რამდენიმე შენობა. გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო. 

100-მდე დაშავებული და 2 დაღუპული - მიწისძვრა საბერძნეთსა და თურქეთში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^