Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურისტი „ციანიდის საქმის“ დახურვაზე: ბრალდებულს შეუძლია, ევროსასამართლოში იბრძოლოს

21 ივლისი, 2017 14:00

19 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესი სრულად დახურა. მიუხედავად ბრალდებულის მოთხოვნისა, რომ განხილვა ღიად წარმართულიყო, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ლიბერალთან“ პროცესების სრულად დახურვის გადაწყვეტილებაზე, ალტერნატივებსა და შესაძლო შედეგებზე საუბრობს. ის განმარტავს, რომ საჯარო ინტერესისა და მართლმსაჯულების ინტერესების გათვალისწინებით, მოსამართლეს არჩევანი სრულად და ნაწილობრივ დახურვას შორის უნდა გაეკეთებინა. ნაწილობრივ დახურვის შემთხვევაში საზოგადოებისთვის პროცესები ღია იქნებოდა და მხოლოდ კონკრეტული მოწმეების დაკითხვის ან მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაიხურებოდა. 

იურისტი განმარტავს, რომ სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვა მოსამართლის დისკრეციაა და მას საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლია, რადგან ვადებით შეზღუდული არ არის. მისი თქმით, ასეთი არაერთი საქმე ყოფილა, როცა ღია პროცესი მოგვიანებით დახურულა, ან პირიქით, დახურული პროცესი საჯარო გამხდარა. ალაფიშვილის ინფორმაციით, საქმის საჯაროდ განხილვის შუამდგომლობის დაყენება მხარეებსაც შეუძლიათ. 

„საწყისი ეტაპი იყო და იმის გათვალიწინებით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო განხილვის საგანი სამომავლოდ, მოსამართლეს პრევენციისთვის შეიძლება მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ როდესაც უკვე გავლილი გაქვს რაღაც ეტაპი, გამოკვლეულია მტკიცებულებების დიდი ნაწილი და დაკთხულია ბევრი მოწმე, შეგიძლია, რომ რევიზიას დაუქვემდებარო საკუთარი გადაწუვეტილება, თუ გარემოებები შეცვლილია“,- აღნიშნავს იურისტი „ლიბერალთან“ საუბრისას.

ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით, დაირღვა თუ არა სხდომების დახურვით ბრალდებულის უფლებები. ასე რომ იყოს, მაშინ დემოკრატიულ სახელმწიფოში დახურული სასამართლო პროცესების ცნება არ იარსებებდა. იურისტის შეფასებით, ამის ობიექტური საჭიროება ყველა ქვეყანაში არსებობს. მაგრამ თუკი დახურვამ გავლენა მოახდინა პროცესის მიმდინარეობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ხელყო სამართლიანი სასამართლოს ან დაცვის უფლება, მაშინ შესაძლოა, ეს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდეს. იურისტის ინფორმაციით, სამართლიანი სასამართლოს ან დაცვის უფლების დარღვევის გამო ბრალდებულს ევროსასამართლოში ბრძოლაც შეუძლია. 

„გზა ხსნილია ევროპის ადამიანის უფლებათ სასამართლოში, რომელიც ძალიან მკაცრია და მკაცრი სტადნარტები აქვს დადგენილი. ყოფილა მსგავსი შემთხვევები, როცა უსაფუძვლო დახურვის და სამართლიანი სასამართლოს ან დაცვის უფლების დარღვევის გამო საქმე განუხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს“. 

ალაფიშვილს უჭირს მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასება, რადგან მისი დასაბუთება არ იცის. მაგრამ ამბობს, რომ როცა მსგავს გახმაურებულ საქმეებზე სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს ბრალდების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„როგორც წესი, ამ ტიპის საქმეებთან დაკავშირებული პროცესების დახურვა, ძალიან მნიშვნლოვანი საფუძველი თუ არ არის, ბრალდების მხარის საწინააღმდეგოდ მუშაობს საზოგადოებაში და ხელს უწყობს სხვადსხვა ეჭვების გაღრმავებას. როცა რაღაც ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, ვინც რას იტყვის, ყველა მართალია. ამიტომ საქმის ირგვლივ არსებული კითხვები და ეჭვები კიდევ უფრო მრავლდება“.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების დახურვა დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამაც გააპროტესტა. სასამართლოში მოწმედ მისული ცაავას შეფასებით, სხდომების დახურვის გადაწყვეტილება უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინოა.

„პირველ რიგში, მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომები არის დახურული“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^