Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: მედიის მენეჯმენტზე ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა შემაშფოთებელია

21 ივლისი, 2017 16:15

„მედიის პოლიტიზება გავლენას ახდენს ინფორმაციის გადმოცემაზე და ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედიის მენეჯმენტსა და სარედაქციო პოლიტიკაზე შემაშფოთებელია“,- ნათქვამია NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მედიაგარემო საქართველოში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია. ინდივიდუალური ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები ნაკლებია; ამჟამინდელი კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ქვეყანაში არსებობს მრავალი ეროვნული და რეგიონული მედია.

„თუმცა  მედიის პოლიტიზება გავლენას ახდენს ინფორმაციის გადმოცემაზე და ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედიის მენეჯმენტსა და სარედაქციო პოლიტიკაზე შემაშფოთებელია - ორივე შემთხვევაში შესაძლებელია, მოქალაქეების მხრიდან ინფორმირებულ პოლიტიკურ არჩევანს საფრთხე შეექმნას. დელეგაციასთან მრავალჯერ აღინიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება, რომელიც მიკერძოებულად აღიქმება. „მაესტრო“ და სხვა პატარა ტელევიზიები გაერთიანდა ტელეკომპანია „იმედის“ ფარგლებში, რომელიც ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელ ტელევიზიად აღიქმება“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას საქართველოში, „რუსთავი 2-ს“, რომელიც ოპოზიციურ, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელ არხად აღიქმება, მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც გამოწვეულია „სადავო სასამართლო გადაწყვეტილებით თანხის მოძიების შეჩერებითა და მფლობელის ცვლილებით.“

„პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიისთვის არსებული სივრცე ვიწროვდება, გარკვეულწილად, მედიის მენეჯმენტში ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გამო. საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე „მაესტრომ“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროგრამები და დებატები ბადიდან ამოიღეს; ეს გადაცემები პატარა, არასაპარლამენტო პარტიებს მათთვის საჭირო სატელევიზიო დროს აძლევდა, რაც განსაკუთრებით საჭიროა ამ პერიოდში.

რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ გადაცემებს, მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ სირთულეები ექმნებათ პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში მმართველი პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით. რამდენიმე პარტია, განსაკუთრებით შედარებით პატარა პარტიები, ისევე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები,აცხადებენ, რომ არსებული შევიწროებული სივრცე, ასევე მაუწყებლების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა მათთვის სირთულეს ქმნის, მიიღონ თანასწორი დაფარვა. ზოგიერთი აცხადებს, რომ საერთოდ ვერ იღებს სატელევიზიო ეთერს. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მედიასაშუალებების უმეტესობა პირობას დებს, ეთერში გაუშვან გადაცემები და დებატები, რაც საშუალებას მისცემს კვალიფიციურ (და ზოგიერთ შემთხვევაში არაკვალიფიციურ) საარჩევნო სუბიექტებს, პროგრამა წარადგინონ და ძირითად საკითხებზე დებატები გამართონ“,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ეროვნული მაუწყებლები აღიარებენ, რომ ადგილობრივი კამპანიების ყოვლისმომცველი გაშუქება გამოწვევას წარმოადგენს. მცირებიუჯეტიანი რეგიონული მედიის როლი კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმისათვის, რომ მოსახლეობამ არსებულ არჩევანზე სანდო ინფორმაცია მიიღოს. ასევე, იზრდება ონლაინქსელების მოხმარება, რაც მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანის დაბალბიუჯეტიანი პლატფორმის არსებობის პოტენციალს ქმნის, თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  მათი აუდიტორია მაინც შეზღუდულია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^