Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: ქვეყანაში კვლავაც არ არის გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკა

21 ივლისი, 2017 18:33

ქვეყანაში კვლავაც არ არის გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკა ან მდგრადი განვითარების პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას ეკონომიკურ სექტორებში,- ნათქვამია 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შეფასების ანგარიშში. 

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების (სახელმწიფო ორგანოების მხრიდან) ანგარიშისა და შესრულების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების შეფასებას ისმენენ. სამოქალაქო საზოგადოებამ ანგარიში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით მოამზადა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საერთო ჯამში საქართველოს ეროვნული გარემოს დაცვის 2012-2016 წლების სამოქმედო გეგმა ნაწილობრივ შესრულდა.

უფრო კონკრეტულად კი, არ გაკეთდა:

გარემოსდაცვითი საქმიანობის მართვა - გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა არ გაუმჯობესებულა; „გარემოსდაცვითი ზიანის დათვლის სისტემა“ არ გაუქმებულა და არ მომხდარა გარემოსდაცვითი დარღვევებისთვის სანქციების განსაზღვრის სისტემის ანულირება, რათა მიღწეული ყოფილიყო შესაბამისობა გარემოსდაცვითი ვალდებულების შესახებ, კანონის მომზადება ჩამორჩება დადგენილ გრაფიკს.

გარემოს დაცვის ინტეგრირება სხვა სექტორებში - ქვეყანაში კვლავაც არ არის გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკა ან მდგრადი განვითარების პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას ეკონომიკურ სექტორებში.

ჰაერის ხარისხი - თბილისში არ არის გატარებული ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესების /ოპტიმიზაციის ღონისძიებები, ისევე, როგორც არ მოქმედებს ინტერმოდალური გადაზიდვების სქემები უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტირების მიზნებისთვის. ტექნიკური დათვალიერებისა და გამონაბოლქვის კონტროლის სქემები მანქანებისთვის არ არის დადგენილი. საავტომობილო პარკის ხანდაზმულობის ასაკის შემცირების ღონისძიებები მხოლოდ 2017 წლის იანვრიდან შემოიღეს და კვლავ საჭიროებს ტესტირებას.

სახიფათო ნარჩენები - კანონმდებლობა კვლავაც არ შეესაბამება ბაზელის კონვენციას, მომზადდა კანონპროექტი, მაგრამ მისი საჯარო მოსმენა და განხილვა არ შემდგარა; გაურკვეველია, როდის მიიღებენ; მიუხედავად ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებისა და ცანას და ურავის დარიშხანის შემცველი ნაცრის და წიდის დეტალური შესწავლისა, ტერიტორია არ გაწმენდილა. დაახლოებით 100 000 ტონა დარიშხანის შემცველი ნარჩენია დაგროვილი.

წყლის ხარისხი - ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები ფოთში, ურეკში, ბორჯომში არ აშენებულა.

ანგარიშში ასევე, განხილულია ის საქმიანობები, რომლებიც შესრულდა, უფრო კონკრეტულად კი:

 გარემოსდაცვითი განათლების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა და მიიღეს; მუშავდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთო მეთოდოლოგია ჰიდროპროექტებისთვის. 

რაც შეეხება ჰაერის ხარისხს, თბილისში დამონატაჟდა ავტომატური გაზომვის სამი დამატებითი სადგური, შესწორდა კანონქვემდებარე აქტი და მასში შეიტანეს ბენზინის ევროპული სტანდარტები, 2017 წლიდან ამოქმედდა ჰაერის დაბინძურების წყაროებიდან ელექტრონული ანგარიშგების სისტემა.

ასევე,  დაახლოებით 230 ტონა მდგრადი ორგანული დაბინძურებული ვადაგასული პესტიციდების სახით შეგროვდა „იაღლუჯას“ ნაგავსაყრელიდან, შეიფუთა და უსაფრთხოდ განადგურდა  ბელგიასა და საფრანგეთში. 

გარდა ამისა,  მომზადდა მდინარის აუზის მართვის საპილოტე გეგმა ჭოროხი-აჭარისწყლის აუზისთვის; ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგური ბათუმისა და მიმდებარე სოფლებისთვის.

რაც შეეხება ტყეებსა და სატყეო მეურნეობას, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სატყეო კოდექსის საბოლოო პროექტი მზად არის; ტარდება საჯარო განხილვები; დროულად დაიწყო და კვლავაც მიმდინარეობს სხვადასხვა საქმიანობის  უმრავლესობა, მათ შორის, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შედგენა ან/და შესაბამისი კვლევები.

ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კი ნათქვამია, რომ დამტკიცებულია ეროვნული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-2019 წლების პერიოდისათვის; შემუშავებული და მიღებულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც მოიცავს უსაფრთხოების საკითხებს; განახლდა ცენტრალური საცავი - სპეციალური ობიექტი, სადაც ხმარებიდან ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერებები ინახება დალუქული სახით; მოდერნიზებულია რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების სისტემა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

GEM Fest-ზე დასაქმებულები ანაზღაურების ...

Gem Fest-ზე დასაქმებული პირები კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლომდე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ,  ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ფონიჭალაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 ...

ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა; შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.&nbs ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ბათუმში ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამი ...

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი სახლი დაინგრა და ორსაც ცე ...
^