Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: „კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად სამინისტრო თავის მისიას არ ასრულებს"

21 ივლისი, 2017 17:58

2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების შეფასების ანგარიშის ერთი ნაწილი კულტურის სფეროს ეთმობა. შეფასების მიხედვით საკითხთა უმრავლესობა არ შესრულებულა.

პირველი საკითხია კულტურული თვითგამოხატვის  მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ UNESCO-ს 2005 წლის კონვენციის იმპლემენტაცია. 

არ გაკეთდა:

  • კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ იუნესკოს 2005 წლის კონვენციის შესრულების ხელშეწყობა: კულტურის სფეროში სახელმწიფო და სამოქალაქო აქტორებს შორის იუნესკოს 2005 წლის კონვენციის შესახებ ცოდნა ძალიან დაბალია. 
  • 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ კულტურის სამინისტროს  6 თვის ანგარიშში არ არის ნახსენები საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობდა სხვადასხვა კულტურული ჯგუფის  (როგორებიც არიან ეთნიკური, რელიგიური თუ გენდერული უმცირესობები და სხვ.) წარმომადგენელთა კულტურულ თვითგამოხატვას, ან რაიმე სპეციალური პროექტები სხვადასხვა ჯგუფის ჩასართავად. 
  • არ გადადგმულა ნაბიჯები საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების დასაცავად და ფასეულობის ასამაღლებლად. 
  • არ არის მიღებული კანონპროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. 
  • საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება.
  • საქართველოს მატარიალური და არამეტრიალური კულტურული მემკვიდრეობა და მისი დაცვის აუცილებლობა არ არის სათანადოდ ასახული „კულტურის სტრატეგია 2025-ში“. 
  • საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც ღიად იზღუდება კულტურული თვითგამოხატვა და მხატვრული თავისუფლება, ირღვევა კულტურულ ქონებაზე უფლებები, რაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული „კულტურის სტრატეგია 2025“ არ არის სრულყოფილი, განსაკუთრებით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში და ვერ იქნება მიჩნეული ინკლუზიური კულტურული პოლიტიკის დოკუმენტად; კულტურული მემკვიდრეობა არ აღიქმება მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ საყრდენად. 

  • ამ სტრატეგიაში არ არის მითითებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. არ არის ნახსენები რისკი და პრევენცია; არ ექცევა სათანადო ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვის საჭიროებას. 
  • არ არის მიღებული „ICOMOS საქართველოს“ დოკუმენტი „კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში“.
  • მიუხედავად ასოცირების შეთანხმებისა და ნაკისრი ვალდებულებისა, სახელმწიფო ხედვა არ შეცვლილა. სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა აჩვენებს, რომ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა კვლავ აღიქმება დაბრკოლებად ეკონომიკური განვითარებისთვის. 
  • არ არსებობს კავშირი ქვეყნის კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შორის. 
  • საქართველოს კულტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტო არ ასრულებენ თავიანთ მისიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მისი ფასეულობის ამაღლების თვალსაზრისით. 
  • პრობლემას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გადაწყვეტილებათა მიმღებ ორგანოებში ადამიანური რესურსის საკითხი: კომპეტენტურობის ნაკლებობა.

ანგარიშის მიხედვით, ნაწილობრივ შესრულდა საქართველოს კულტურის წარმომადგენლების მონაწილეობის მხარდაჭერა კულტურული თანამშრომლობის პროგრამებში, მათ შორის CREATIVE EUROPE-ში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^