Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შს მინისტრის მოადგილე 14 წლამდე ბავშვების პასუხისმგებლობაზე: კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია

21 ივლისი, 2017 19:20

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა 14 წელზე უმცროსი ბავშვების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა.

„არასრულწლოვანთა დანაშაულსა და, ზოგადად, ბავშვებში კრიმინალურ ქცევებთან დაკავშირებით ჩვენ კვლევას ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი. არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები, რომლებმაც იციან, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, ჩადიან გარკვეულ დანაშაულს. მაგალითად, იმავე სკოლებში, ტელეფონის წართმევასა და დაჩაგვრაზეა საუბარი. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არის პრობლემები, თუმცა ჩვენი კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია და არც თუ ისე დიდი მოქნილობა გვაქვს პრევენციული ღონისძიებებისთვის", - აცხადებს მინისტრის განცხადებას IPN.GE ავრცელებს, - „ძირითადად, საუბარია მხოლოდ საინფორმაციო პრევენციულ ახსნა-განმარტებით სამუშაოზე, რომელსაც სამწუხაროდ ეფექტი არ აქვს. კარგი იქნება შემდგომში პარლამენტის ფარგლებში პარლამენტმა აიღოს ინიციატივა და ერთობლივად იმუშაოს იმ პრობლემაზე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის ქვემოთ არასრულწლოვნების მიმართ უფრო მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იყოს”.

საქართველოს კანონმდებლობით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^