„მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვემორჩილები საპატრიარქოს მოწოდებას, უკვე დავურეკე ჩემს მეგობრებს და ვუთხარი, რომ აღარ წავიდნენ აქციაზე" - უთხრა „ლიბერალს" სანდრო ბრეგაძემ, ე.წ. „ქართველთა მარშის“ ლიდერმა.
საპატრიარქო მოვუწოდებს ე.წ. ქართული მარშის და „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, „რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები".
დღეს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო" მართავს აქციას სახელწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში", ხოლო ერთი საათით ადრე ე.წ. ქართული მარში კონტრაქციას გეგმავდა.
მარშის სხვა წევრები განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებენ.