Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართველთა მარშის“ ლიდერთა ნაწილი აღმაშენებელზე იმყოფება - „ვაპირებთ ხელი შევუშალოთ აქციას“

23 ივლისი, 2017 18:59

როგორც „ლიბერალის" კორესპონდენტი ამბობს, აღმაშენებელზე ე.წ. ქართველთა მარშის ლიდერთა და მონაწილეთა ნაწილი მაინც იმყოფება.

ადგილზე არიან, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია, ზაზა დავითაია...

ისინი ამბობენ, რომ ძალადობას არ ემხრობიან, მაგრამ აპირებენ ხელი შეუშალონ „ევროპული საქართველოს" აქციას.

მობილიზებულია პოლიცია. მათი კორდონი გზის სავალ ნაწილს იცავს, ე.წ. „მარშის“ მობაწილეები ტროტუარზე არიან თავმოყრილნი.

საპატრიარქო მოვუწოდებს ე.წ. ,,ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“  ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, - „რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები".

ე.წ. ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე „ლიბერალთან“ ამბობს: „მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვემორჩილები საპატრიარქოს მოწოდებას, უკვე დავურეკე ჩემს მეგობრებს და ვუთხარი, რომ აღარ წავიდნენ აქციაზე".

დღეს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო" მართავს აქციას სახელწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში", ხოლო ერთი საათით ადრე ე.წ. "ქართული მარში" კონტრაქციას გეგმავდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^