Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE: „ევროპული საქართველოს“ აქცია „მარშელების“ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს

23 ივლისი, 2017 20:31

„ევროპული საქართველოს“ აქცია „არა რუსულ ფაშიზმს“ კონტრაქციის მონაწილეების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს.  მათ  „ევროპული საქართველოს” აქციის მონაწილეებს კვერცხები და წყლის ბოთლები დაუშინეს.

დღეს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, პოლიტიკური პარტია „ევროპულმა საქართველომ" დაგეგმა აქცია სახელწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში", ხოლო ერთი საათით ადრე ე.წ. ქართული მარში კონტრაქციას გეგმავდა. 

საპატრიარქომ მოუწოდა ე.წ. ქართული მარშის და „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“  ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან აეცილებინათ გაუთვალისწინებელი შედეგები.

სანდრო ბრეგაძემ გააცნო პატრიარქის სიტყვა ხალხს.  „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ შეეწყვიტათ აქცია. თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილმა ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვა.

 

ვინაიდან ტრანსლაცია მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში, მოკლებული ვართ კონტენტის კონტროლის შესაძლებლობას. „ლიბერალი" ემიჯნება სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^