Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წაღვერთან ტყეში ხანძარს ჯერჯერობით ვერ აქრობენ

26 ივლისი, 2017 17:48

წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს - ამის შესახებ „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს. მათივე განცხადებით, არ აქვთ ზუსტი მონაცემები, რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.

„ჯერჯერობით, ხანძრის ლოკალიზება არ მომხდარა, ადგილზე მუშაობს 100 მაშველი მაინც. გარდა ამისა, სასაზღვრო დაცვის პოლიციაც ჩართული პროცესში; იქვე არის ჩვენი შტაბიც; ვერტმფრენი მუშაობს აქტიურად. არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი. აქამდე გახმაურებული ინფორმაცია, რომ დაახლოებით 6000 კვ.მ-ზე  გავრცელდა ხანძარი, იყო საორიენტაციო, დაახლოებითი. მისი გაზომვა ვერ მოხდებოდა, რადგან არის რთულად მისადგომი ადგილები და ზუსტი ფართობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, ამაზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ხანძრის ლოკალიზება მოხდება“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^