Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დოლიძე კობახიძეზე: ეს უკვე არც ზრდილობის, არც ეთიკის და არც იურიდიული საკითხი აღარაა

26 ივლისი, 2017 18:11

საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, საპარლამენტო მდივნისთვის საუბრის შეწყვეტა არაერთგზის, მისთვის ხელის შეშლა, რომ მან წარადგინოს მოტივირებული შენიშვნები, უკვე აღარ არის ზრდილობის საკითხი, არც ეთიკის საკითხი და არც იურიდიული საკითხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, დღეს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შეუშალა ხელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, იმ შენიშვნებზე ესაუბრა, რომელიც ვეტოს ეხებოდა. 

დოლიძის შეფასებით, ეს არის კონსტიტუციით დაწესებული ხელისუფლებათა დანაწილებაზე იერიშის მიტანა.

„დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შეუშალა ხელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ვინც არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში, განეხორციელებინა უფლება, წარედგინა ვეტო. არაერთხელ შეუშალა ხელი საუბრის გაწყვეტით, ასევე, მცდელობით, დაეწესებინა რისი თქმის უფლება აქვს საპარლამენტო მდივანს და რისი არა“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

კობახიძე დოლიძეს: პოლიტიკურ პოლემიკაში არ შემოხვიდეთ, თქვენ საჯარო მოსამსახურე ხართ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^