Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდიერი: მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი, ანუ მოქალაქეობის არმქონე პირია

26 ივლისი, 2017 20:04

იურისტ დავით ჯანდიერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირია და უფლება აქვს უკრაინის სასამართლოში ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინას მსგავსი ქმედების უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეობის მიღების დროს სააკაშვილს ექნებოდა წარდგენილი ყალბი დოკუმენტაცია, სხვა შემთხვევაში ის მოქალაქეობის გარეშე ვერ დარჩებოდა. 

„უკრაინას მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს, თუმცა იმ შემთხვევაში შეუძლია დატოვოს მოქალაქეობის გარეშე, თუკი შესაბამისი პირი მიიღებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, თუკი დოკუმენტების წარდგენისას ან დამალა რაიმე ინფორმაცია, ან შეგნებულად ყალბი დოკუმენტაცია მიაწოდა. ასეთ დროს უკრაინის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ დროსაც, როდესაც პირი მოქალაქეობის გარეშე რჩება უკრაინის შესაბამის სტრუქტურას შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუკი პირი ყალბ ინფორმაციას წარადგენს და რჩება მოქალაქეობის გარეშე, უკრაინის პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეობის გაუქმებაზე. საქართველოში პროცედურა ხელახლა უნდა დაიწყოს, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ პირი რჩება მოქალაქეობის გარეშე თუკი ამ პირმა დაუმალა სიმართლე და ყალბი ინფორმაცია მიაწოდა. ანუ ირიბად არასწორი ინფორმაცია მისცა. ახლა მას უფლება აქვს როგორც აპატრიდმა, ანუ მოქალაქეობის არმქონეს მოითხოვოს თავშესაფარი უკრაინაში ასევე აქვს უფლება გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლოში გაასაჩივროს", - განაცხადა იურისტმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^