Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მელაძე: ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს

27 ივლისი, 2017 1:29

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში" გაჩენილი ხანძრის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე საუბრობს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ სამონტაჟოების ერთი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან. მისი განცხადებით, სტუდიებში ძლიერი დაკვამლიანებაა. ნოდარ მელაძის თქმით, ხანძარი საკმაოდ ძლიერი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

მისივე განმარტებით, იყო რისკი, რომ „კურიერის" კამერები დამწვარიყო, თუმცა თანამშრომლებმა მოახერხეს ტექნიკა უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ. 

როგორც მელაძე აცხადებს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

„რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო, ამ დროისთვის მაუწყებლობა აღდგა. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია შენობის დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრის ფართი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^