Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ სააკაშვილი: მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები

27 ივლისი, 2017 10:25

მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში. 

როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, პოროშენკო საქართველოში არ ჩასულა ორ ქვეყანას შორის კავშირების დასამყარებლად, არამედ ჩავიდა ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმებისთვის. მისივე თქმით, ორი დღის წინ პოროშენკომ შეცვალა იმ კომისიის შემადგენლობა, რომელსაც მისთვის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთმია და მისი მორჩილი კომისია დანიშნა.

"პეტრო ოლექსეევიჩ პოროშენკო, მე შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი მრჩევლები გყავთ. ამ განკარგულებით თქვენ და თქვენმა მთავრობამ ხელი მოაწერეთ გარდაუვალ მარცხს. დღეს თქვენ გადაკვეთეთ წითელი ხაზი, თქვენ, როგორც თქვენი წინამორბედი, ცდუნდით, დააკმაყოფილოთ სურვილი ნებისმიერ ფასად. მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია, ყოველდღე, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტით ვიყავი, ვმუშაობდი, რომ უკრაინა წარმატებული და ევროპული სუპერსახელმწიფო გამხდარიყო! მე უფრო ვარ უკრაინელი, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი ჩემი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი უკრაინისთვის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის განმარტება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^