Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტიმოშენკო: სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა დიქტატურისკენ მორიგი ნაბიჯია

27 ივლისი, 2017 10:44

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით ხელისუფლებამ დიქტატურის დამყარებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა, - წერს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო Facebook-გვერდზე.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებს განმარტავს

როგორც უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეობის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონსტიტუციური ნორმაა. 

„მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს იძლევა „უკრაინის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში მე-19 მუხლი. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება უკრაინის მოქალაქის მიერ ნებაყოფლობით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, თუ მოქალაქეობის მიღების დროს ის სრულწლოვანი გახდა და ასევე უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოტყუებით, შეგნებულად არასწორი ინფორმაციისა და ფალსიფიცირებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, რაზეც კანონის მე-9 მუხლშია საუბარი.

კანონის 24 და 25 მუხლების შესაბამისად, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა ხდება პრეზიდენტთან არსებული სპეციალური კომისიისთვის, რომელიც მოქალაქეობის საკითხებზე მუშაობს - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამ პროცედურას ახორციელებს უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ან უკრაინაში დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო განყოფილებების მეშვეობით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^