Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: 23% ირჩევს „ქართულ ოცნებას“, 9% - „ნაციონალურ მოძრაობას"

27 ივლისი, 2017 11:39

მოქალაქეთა ის ნაწილი, ვინც რომელიმე კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს, 23% ირჩევს „ქართულ ოცნებას“, 9% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4-4% „ბაქრაძე, უგულავა - ევროპულ საქართველოსა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, 3%  კი - „ლეიბორისტულ პარტიას“, - NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, მოსახლეობის 62% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი. ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 68%-ია. მათგან, ვინც სავარაუდოდ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 27% ასახელებს „ქართულ ოცნებას“, 8 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“  და 3 % - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპულ საქართველოს“.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^