Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალეკო ელისაშვილი: NDI-ის კვლევიდან ნათელია, რომ მეორე ტური იქნება

27 ივლისი, 2017 18:31

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ამბობს, რომ კვლევა ჯერ კიდევ მაშინ ჩატარდა, როდესაც მისი კამპანია დაწყებული არ იყო. 
„რას ნიშნავს ამ კვლევის შედეგები - 1. კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც მხოლოდ ჩემი კამპანია არ იყო დაწყებული, რადგან ოფიციალურად კანდიდატურაც არ მქონდა გაცხადებული - შესაბამისად, მე-2 ადგილი არ არის ცუდი დასაწყისი 2. ეს შედეგი, ბუნებრივია, არ არის საკმარისი და მე არჩევნებში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვირჯები, არამედ იმისათვის, რომ ხალხის დახმარებით გავიმარჯვოთ და თბილისელების პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ. 3. ერთი რამ, რაც ნათელია ამ კვლევიდან - იქნება მეორე ტური. 4. ოპოზიციური ხმები ჯამში გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლების. ეს აჩვენებს, რამდენად დაშორდა ხელისუფლება ხალხს და რამდენად წარმოდგენა არ აქვთ, რა უჭირთ უბრალო თბილისელებს და რა პრობლემებით ცხოვრობენ. სულ რაღაც რამდენიმე წლის თავზე ხალხი აჩვენებს, რომ მათ მობეზრდათ უპატრონოდ მიგდებული ქალაქის და ქვეყნის ყურება. ახლა მთავარია, თითოეულმა თბილისელმა ბოლომდე ირწმუნოს, რომ ჩვენ შეგვიძლია გარდავტეხოთ და შევცვალოთ ვითარება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ხალხზე”, - ნათქვამია ალეკო ელისაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ წერილში. 

NDI-ის შეკითხვაზე - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?

თბილისის მოსახლეობის 30% ამბობს, რომ მხარს კახა კალაძეს დაუჭერს, 19% ალეკო ელისაშვილს, 18% ზაალ უდუმაშვილი, 12%-მა პროცენტმა არ იცის, ელენე ზოშტარიას - 5%;

შეკითხვაზე - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, (მათგან, ვინც არჩევნებში სავარაუდოდ მიიღებს მონაწილეობას), თბილისის მოსახლეობის 37% ამბობს, რომ კალაძეს დაუჭრს მხარს, 22% ალეკო ელისაშვილს, 16% ზაალ უდუმაშვილს, ელენე ხოშტარიას 5%, არ იცის 8%-მა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^