Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასჯელაღსრულების სამინისტროში თანხების შესაძლო გაფლანგვაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

27 ივლისი, 2017 20:18

სასჯელაღსრულების სამინისტროში უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამბობენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული განცხადებები.

„კერძოდ, 2017 წლის 10 ივლისს გავრცელდა მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სამ შემთხვევაში - შპს „ბეიქერთან“, შპს „ნილთან“ და შპს „ქალი და ბიზნესთან“ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევით და სამინისტროს ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა კორუფციული გარიგების ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულის საპასუხოდ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, სამინისტროს შპს „ნილთან“ არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული და ხსენებული კომპანია არ ახდენდა პატიმრებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კახა კახიშვილმა აღნიშნულ განცხადებაში სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, “ -ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^