Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა სანქცია დაგეკისრება, თუ მარიხუანას მოწევ - საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა

31 ივლისი, 2017 12:50

საქართველოს პარლამენტმა მარიხუანასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონში ცვლილებები შეიტანა.

შედეგად, მცენარე კანაფის და მარიხუანის მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით შეძენა-შენახვისთვის პირი 500 ლარით დაჯარიმდება, ან დაეკისრება გამასწორებელი სამუშაო 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.

განმეორების შემთხვევაში (დაჯარიმებიდან ან გამასწორებელი სამუშაოს დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში) კი მცენარე კანაფის და მარიხუანის მოხმარება და მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა უკვე სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება და პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 100-დან 160 საათამდე. კანონის მიხედვით, ჯარიმა 1 500 ლარზე ნაკლები არ იქნება.

რაც შეეხება ოდენობებს, კანონმდებლობის მიხედვით, 10 გრამამდე მცენარე კანაფი მცირე ოდენობად მიიჩნევა, გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობა 5 გრამამდეა, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 70 გრამამდე გამოშრალი მარიხუანის ფლობითვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება არაკონსტიტუციურია, თუმცა ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 160-დან 220 საათამდე (რაც პირს ნასამართლევის სტატუსისგან არ ათავისუფლებს).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^