Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ვაშაყმაძე: კომისიის სხდომაზე მოხის ნაგებობის წარმომავლობის დასადგენად არ ვიბრძოდით

28 ივლისი, 2017 20:35

მოხის კომისიის 1 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს გამოყოფის საკითხი კომისიის დღის წესრიგში „მუსლიმთა სამმართველოს" წარმომადგენლებმა დააყენეს. 

„ბეგლარ ქამაშიძემ და მამუკა ვაშაყმაძემ განმარტეს, რომ სოფელი მოხის მუსლიმ მოსახლეობასთან კონსულტაციების ფონზე, წინა შეხვედრაზე შეთავაზებული წინადადებებიდან მათთვის უფრო მეტად მისაღები იყო ადგილის (მიწის ნაკვეთს) შერჩევა ახალი მეჩეთის მშენებლობის მიზნით - ნათქვამია სხდომის ოქმშია, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" გამოითხოვა.

ბეგლარ ქამაშიძე და მამუკა ვაშაყმაძე „მუსლიმთა სამმართველოს" წარმომადგენლები არიან, რომლებიც მოხის კომისიის შემადგენლობაში მუსლიმი თემის კვოტით შევიდნენ. მოხის კომისია 2 წლის წინ იმ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შეიქმნა, რომელსაც უნდა დაედო დასკვნა - ნაგებობა ისტორიუალდ მეჩეთია, თუ იგი ეკლესიის ქვებით არის ნაგები. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის მოსახლეობა მოხის კომისიის გადაწყვეტილებას 2 წლის განმავლობაში ელოდა. 11 მაისს კომისიის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი - მას ნაგებობის ისტორიული სამართალმემკვიდრე არ გამოუვლენია, თუმცა ცნოიბილი გახდა, რომ ნაგებობა არცერთ მხარეს არ გადაეცემა და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. 

„ლიბერალი" მოხელ მუსლიმებს ერთი თვის წინ ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ახალი მეჩეთი არ სურთ და მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ნაგებობა გადაეცეთ, რომელიც მათი აზრით ისტორიულად მეჩეთია. 

აღსანიშნავია, რომ მოხის კომისიის შემადგენლობაში მუსლიმი თემის კვოტით შესულ წევრებს მოხის მოსახლეობა თავიდანვე უნდობლობას უცხადებდა. კანდიდატები, რომელთა კომისიის შემადგენლობაში შეყვანაც მუსლიმებს სურდათ, რელიგიის სააგენტომ დაიწუნა. 

„ლიბერალი" დაინტერესდა, იყო თუ არა მოხის მუსლიმ მოსახლეობასთან შეთანხმებული ის პოზიცია, რომელიც, როგორც სხდომის ოქმიდან ირკვევა, მამუკა ვაშაყმაძემ და ბეგლარ ქამაშიძემ კომისიის სხდომაზე გააჟღერეს. 

სამცხე-ჯავახეთის მუფთი, „მუსლიმთა სამმართველოს" წარმომადგენელი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ კომისიის მე-4-მე-5 შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ კომისია ნაგებობის წარმომავლობას ვერ შეისწავლიდა. მისი თქმით, მუსლიმ მოსახლეობას 4-5-ჯერ შეხვდა „მუსლიმთა სამმართველო" ამიტომ მათ ვერავინ დასწამებს ცილს, რომ მოხელებს არ შეხვდნენ. 

„მოხის კომისიის სხდომაზე ნაგებობის წარმომავლობის დასადგენად არ ვიბრძოდით. ჩვენი მხრიდან არავითარი შესწავლა არ სჭირდებოდა, ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სალოცავი მეჩეთია. სამმართველო კომისიის სხდომაზე ერთ აზრს აფიქსირებდა: ეს არის მეჩეთი, თუ არ არის - დაგვიმტკიცეთ. რადგან მტკიცებულება არ გამოჩნდა, ამიტომ დარჩა სადავოდ. ვისაც ამის მტკიცება სჭირდება, ექსპერტიც იმან მოიყვანოს და ხარჯიც იმან გაიღოს" - ამბობს ვაშაყმაძე „ლიბერალთან" საუბარში. 

შეკითხვაზე, იზიარებენ თუ არა მოხელი მუსლიმები მის მიერ კომისიის სხდომაზე დაყენებულ მოთხოვნას ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ, რამენადაც ერთი თვის წინ მუსლიმებმა „ლიბერალთან" საპირისპირო პოზიცია გამოთქვეს, ვაშაყმაძე ამბობს, რომ მათ 3 დღის წინ შეხვდა და „არავის უთქვამს, რომ ახალი მეჩეთი არ უნდა". 

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ვერ დავადგენდით მის წავმომავლობას. შემადგენლობაში არ იყვნენ სპეციალისტები. ეს ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშრებული და დროშიც ვერ ესწრებოდა. ლოცვის პრობლემაც იყო რა თქმა უნდა, ამიტომ „მუსლიმთა სამმართველომ" მოიწადინა, რომ სახელმწიფოსთან ერთად აგვეშენებინა სალოცავი" - ამბობს ვაშაყმაძე. 

მოხის კომისიამ გადაწყვეტილების სახით ისიც გამოაცხადა, რომ ნაგებობის წარმოამვლობას ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლიდა. სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე „ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსიდან ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბალანსზე ნაგებობა ჯერ არ გადმორიცხულა, თუმცა ეს უახლოეს მოამვალში არის მოსალოდნელი. მისი თქმით, ნაგებობის შესწავლა მათ შორის მისი ისტორიული სამართალმემკვიდრის დადგენასაც გულისხმობს. 

„ადამიანის უფლებების სწავლებსია და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის შეფასებით, სააგენტო არ გეგმავს ნაგებობის ისტორიული წარმომავლობის შესწავლას, როგორც ეს ნიკოლოზ ანთიძემ ადრე აღნიშნა. 

მისი თქმით, დოკუმენტებიდან ცხადი ხდება, რომ „კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნაგებობის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესწავლა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზნით, რაც შაბლონური პროცედურაა ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად და ის ძეგლის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლას არ გულისხმობს".

რატომ ვერ გავიგეთ, ვის ეკუთვნის მოხის სადავო ნაგებობა

მოხის საჯილდაო ქვები

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^