Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასავლეთ საქართველოს ზონაში ნესტის პრობლება „ვესტუსის“ გამოყენებით იქნება გადაწყვეტილი

31 ივლისი, 2017 15:41

ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოგნს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი.

საქართველოშიც ამ მიმართულებით ბევრს საუბრობენ, უფრო მეტიც, ხელისუფლება  ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებასგეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, 2030 წლამდე სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლისივნისში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპისენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა. ამით ქვეყანამ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო. 

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებს და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მიანიშნებენ.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?! როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის &სოლუშენსის“  თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს „ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია“,  თუმცა მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის  „ვესტუსის“ გარდა. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნა დიდია და აღნიშნული  ხარისხის და ამ ფასის შესაბამის პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არის, რაც კვლევებმაც დაადგინა.

ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნლოგიის გამოყენებით. რაც ასევე  ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და  მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

პროდუქტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია  მოსახლეობაა, ასევე სამშენებლო კომპანიები, რომლებიც „ვესტუსის“ გამოყენებით უზურუნველყოფენ ფუნდამენტების,  კედლების და სახურავების ჰიდროიზლოციას, მთლიანად ნაგებობის თბოიზლოციას, ცხელი და ცივი წყლის მილების თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას, ეზოებში ჩოგბურთის , კალათბურთის მოედნების მოწყობას , ველობილიკებისა დაგრუნტის საფარის დროს მათის ამტვერიანების მედეგი საფარით დაფარვას და სხვა..

კომპანია ოპერირებს  თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე დაგეგმილია სამომავლოდ ქუთაისის, გორისა და თელავის ბაზრების ათვისება. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტს უკვე კარგად იცნობენ ბაქოში, ერვანში,კიევში,მოსკოვსა და ალმაატაში.

ახლოვდება შემოდგომა-ზამთარი,  პრობლემები მატულობს განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის, ბათუმში. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ვესტუსის გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგო დამოუკიდებელი: დასავლეთ საქართველოს ზონაში, სადაც მოსახლეობას ასე აწუხებს ნესტის პრობლება (კონდენსატის და ნესტის არსებობა) ვესტუსის გამოყენებით იქნება გადაწყვეტილი. შედეგად, აღარ დაზიანდება ინტერიერი, არ წარმოიქმნება დისკომფორტი და დაიზოგება შიდა და გარე რემონტისთვის გამოყოფილი თანხები“.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ ინოვაციური პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაცია წელს გაზაფხულზე გამართა. „ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული და ხმის საიზოლაციოინოვაციური პროდუქტია, რომელსაც  საქართველოსა და მის მეზობელ ამიერკავაკასიის ქვეყნებში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ნასას ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს თერმოსაიზოლაციო მასალას, ისმევა როგორც საღებავი და მოქმედებს როგორც თერმო ბარიერი. მთავარი მახასიათებლებია: მონტაჟის სიმარტივე, დაბალი ფასი და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. კომპანია ახალ პროდუქტს   საქართველოში აწარმოებს და  მეზობელ ქვყენებში ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^