Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა პენსს შესთავაზა, აშშ-მ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს

01 აგვისტო, 2017 18:14

საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს შესთავაზა იდეა, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის  განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.

„საქართველოს პრეზიდენტმა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს იმ ნათელი მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც გაჟღერდა ამ ვიზიტის განმავლობაში.
ხაზგასმით აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გზავნილების ეფექტიან იმპლემენტაციას საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების და კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
პოლიტიკური კონსულტაციების არსებული ფორმატების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს შესთავაზა იდეა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო იღებს  საერთაშორისო უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიკეთისა და სტაბილურობის მომტანია",- აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

GEM Fest-ზე დასაქმებულები ანაზღაურების ...

Gem Fest-ზე დასაქმებული პირები კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლომდე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ,  ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ფონიჭალაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 ...

ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა; შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.&nbs ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ბათუმში ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამი ...

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი სახლი დაინგრა და ორსაც ცე ...
^