Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ების მიმართვა: კონსტიტუციის ცვლილების პროექტი საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას

02 აგვისტო, 2017 16:46

არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს ეხება, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, ვენეციის კომისიას, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპეციალურ მომხსენებელს რელიგიის საკითხებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და  ევროპულ კომისიას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ განცხადებით მიმართავენ. 

„ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას საქართველოში და წარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.

კერძოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები ზედმეტად გააფართოვდა. მათ შორის, იმაზე მეტად, ვიდრე ამას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი ითვალისწინებს.

პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება, რელიგიის თავისუფლებაში ზოგადი საფუძვლებით უხეში ჩარევის  რისკებს წარმოშობს ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის.  

ნეგატიურად არის შეფასებული კონსტიტუციური პროექტის მე-8 მუხლიც, რომლის მიხედვითაც,  რწმენის თავისუფლება ცალკეულ სიკეთედ აღარ არის განხილული და წარმოდგენილია მართმადიდებელი ეკლესიის როლთან ერთობლიობაში.

სახელმწიფომ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება შემოზღუდა მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილის აღიარებით, რაც უფლებრივი თვალსაზრისით, სტანდარტის გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

წერილის ავტორები მიმართავენ ადრესატ სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში არ მოხდეს რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარტების გაუარესება" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^