Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ „რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

03 აგვისტო, 2017 10:48

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს" სიუჟეტებთან დაკავშირებით. პირველი სადავო მასალა საინფორმაციო გამოშვება „კურიერში" 22 ივლისს გავიდა, სიუჟეტის ავტორი თამარ ბაღაშვილი იყო, წამყვანი კი - ნოდარ მელაძე.

განცხადების თანახმად, „რუსთავი 2-მა" გაავრცელა დეზინფორმაცია სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტიდან ჩანდა, რომ სატენდერო პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე, „იბერია ავტოცენტრზე", რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა კიდეც.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ  „რუსთავი 2-ის" სიუჟეტთან დაკავშირებით 24 ივლისს საპასუხო განცხადება გაკეთდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უშუალოდ ეცნობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" წარმომადგენელს. „თუმცა, ამავე ტელეკომპანიის მეშვეობით განცხადება გაშუქდა ძირითადი კონტექსიტიდან ამოვარდილი ელემენტების გამოყენებით, ისე, რომ იძლევა ორმაგი იტერპრეტაციის საშუალებას, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფრა გავრცელებულიდამახინჯებული ინფორმაციის საფუძველზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^