Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპმა მწვანე ბარათის გაცემის შეზღუდვას მხარი დაუჭირა

03 აგვისტო, 2017 15:10

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ცვლილებათა პროექტს, რომელიც დაბალკვალიფიციური იმიგრანტების ქვეყანაში შეშვებას მნიშნელოვნად შეამცირებს. 

VOA-ს ინფორმაციით, ცვლილებათა პროექტი მუდმივი რეზიდენტობისა და მწვანე ბარათის მქონეთა რაოდენობას წელიწადში ნახევარ მილიონამდე ამცირებს. აქამდე ეს მაჩვენებელი წელიწადში 1 მლნ იყო. 

ახალ სისტემაში ყურადღება მიექცევა აპლიკანტის მიერ ინგლისური ენის ცოდნასა და შრომისუნარიანობას. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი საიმიგრაციო რეფორმა ნახევარი საუკუნის მანძილზე" - ამ სიტყვებით შეაფასა ტრამპმა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საარჩევნო კამპანიის დროს მიცემული დაპირების შესასრულებლად. 

„კამპანიის დროს მე პირობა დავდე, რომ დამსახურებაზე დაფუძნებულ საიმიგრაციო სისტემას შევქმნილი ამერიკელი მუშებისა და გადასახადების გადამხდელთა დასაცავად. სწორედ ამიტომაც ვართ აქ დღეს" - თქვა ტრამპმა. 

მისი თქმით, კანონმდებლობა გაზრდის აშშ-ის კონკურენტუნარიანობას 21-ე საუკუნეში და აშშ-სა და მის მოქალაქეებს შორის კავშირს აღადგენს. 

„ეს კანონმდებლობა არის დემონსტრირება გაჭირვებაში მყოფი იმ ამერიკელი ოჯახების მხარდაჭერისა, რომლებიც იმსახურებენ საიმიგრაციო სისტემას, რომელიც მათ ინტერესებს დააყენებს წინ, წინ დააყენებს ამერიკას"- თქვა ტრამპმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^