Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაზის ჩაჭრა, დავალიანების გამო, შაბათ-კვირას შეუძლებელი იქნება

03 აგვისტო, 2017 19:11

დავალიანების გამო, შაბათ-კვირას, ოფიციალურად გამოცხადებულ უქმე დღეებსა და ღამის საათებში ბუნებრივი აირის ჩაჭრა შესაძლებელი აღარ იქნება - ამის შესახებ ცვლილება სემეკის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. 

აღნიშნულ დადგენილებაში სხვა სიახლეებზეცაა საუბარი. მაგალითად, კომპანიამ გაზის მიწოდება პირის მიერ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 საათში უნდა აღადგინოს. თუ გადახდა აისახება ან დადასტურდება 09:00 საათიდან, უნდა აღადგინოს 16:00 საათამდე (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე). 16:00 საათის შემდეგ გადახდის შემთხვევაში (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), გაზის მიწოდება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის არა უგვიანეს 12 საათში.

21 ივლისის დადგენილებაში ასევე წერია, რომ თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2%-ზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

GEM Fest-ზე დასაქმებულები ანაზღაურების ...

Gem Fest-ზე დასაქმებული პირები კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლომდე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ,  ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ფონიჭალაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 ...

ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა; შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.&nbs ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ბათუმში ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამი ...

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი სახლი დაინგრა და ორსაც ცე ...
^