Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაური": კლანური ჯგუფები დეკრიმინალიზაციის იდეის დისკრედიტაციას ცდილობენ

06 აგვისტო, 2017 21:50

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" ანაკლიაში, ფესტივალზე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასა და რამდენიმე მოქალაქის მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„მოძრაობა ამ განცხადების გაკეთებას მოგვიანებით, ვნებათაღელვის ჩაცხრომის შემდეგ ვგეგმავდით, თუმცა სამწუხაროდ ინტოქსიკაციის ფაქტები კვლავაც გრძელდება, ადამიანები დგანან სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ, რაც განგაშის საფუძველს იძლევა.
მოვლენების ლოგიკური ჯაჭვითაც კი დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს მიზანმიმართული დანაშაული.

ჩვენ მომხდარში ღიად ვადანაშაულებთ ძალოვნი უწყებებისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს, კლანურ ჯგუფებს, რომლებიც წლებია იკვებებიან ადამიანთა განადგურებით, რეპრესიული მექანიზმებით, აკონტროლებენ და წარმართავენ ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის ყველა ასპექტს, მოთხოვნა - მოწოდებას თუ ნივთიერებათა მიმოქცევას.

სამწუხაროდ მათი ძალაუფლება განუზომლად დიდია, ისინი ახდენენ გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, საკუთარ ძალადობრივ ქმედებებს არგებენ კანონებს, ფლობენ ხალხისგან ნაძარცვ კაპიტალს, ფლობენ ინფორმაციის გავრცელების წყაროებს, რომელთა დახმარებით უკვე მესამე დღეა ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას და ახორციელებენ წინასწარ დაგეგმილ, კარგად მომზადებულ შეტევებს საღ აზრზე.

მათი ქმედებები ემსახურება ერთადერთ რამეს - მოახლოებულ საპარლამენტო განხილვებამდე დეკრიმინალიზაციის იდეისა და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების დისკრედიტაციას. ისინი ცდილობენ ლიბერალიზაციისკენ მიმართული სამართლიანი საზოგადოებრივი პროტესტის დასუსტებას, პროტესტის, რომელიც მესამე წელია იბრძვის ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, იბრძვის ნულოვანი ტოლერანრობის პრაქტიკების აღმოფხვრისთვის, იბრძვის უდანაშაულო ადამიანთა პოლიციური სისტემის მძიმე მარწუხებისგან დახსნისთვის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კლანების ინტერესებს.

ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ სისტემაში არსებულ ამ მანკიერებაზე, თუმცა ვიცით, რომ ხელისუფლებაში სიმართლეს ჰყავს მხარდამჭერებიც, მოვუწოდებთ სწორედ მათ, ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც სრულად იაზრებს პრობლემის სიმძაფრეს, თქვენ ვალდებულნი ხართ ღიად დაუპირისპირდეთ აღნიშნულ ძალებს და ჩვენთან ერთად დაამარცხოთ ისინი.

მოვუწოდებთ გამოძიებას, სასწრაფოდ დადგინდეს და გასაჯაროვდეს ექსპერტიზის შედეგი, თუ რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე როგორც გარდაცვლილის ისე მოწამლულთა შემთხვევაში.

ბოლოს კი, განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებსა და ადამიანებს რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ჩვენ ყველანი ვდგავართ სიცოცხლის დაკარგვის რისკის ქვეშ, არ გვაქვს გაუაზრებელი შეცდომების დაშვების უფლება, რადგან ამით დავაზარალებთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იმას რისთვისაც ვიბრძვით. მოერიდეთ უცნობ სუბსტანციებს.

როდესაც ფესტივალის კულმინაციის დროს ჩნდება დაუდგენელი ნივთიერება, რომელმაც უკვე იმსხვერპლა ერთი ადამიანი ხოლო სხვები სიკვდილს ებრძვიან, სინფორმაცია არხებით დაწყებული შეტევები და ნივთიერების სახეობის დამალვა აჩენს კითხვის ნიშნებს და ლოგიკურ კავშირამდე მივყავართ იმასთან რაზეც ვისაუბრეთ. ჩვენ კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს ვიკავებთ, რადგან მათი ვინაობა ყველასთვის კარგად ცნობილია.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ნათიას ოჯახსა და ახლობლებს, ის არის საქართველოში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამცველთა მსხვერპლი", - ნათქვამია „თეთრი ხმაურის" განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^