Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმში გარდაცვლილი ორი ახალგაზრდის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

08 აგვისტო, 2017 17:00

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. 

როგორც მედიასაშუალებები, მათ შორის „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. 

„ლიბერალს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს. ძალადობის კვალის დასადგენად ახალგაზრდების ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება. ყელის გამოჭრის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ შსს-შიც.

„იქ ყელის გამოჭრის ფაქტი არ არის დაფიქსირებული, 4 დღე გასული იყო, ძალადობის კვალის დადგენა ზედაპირული დათვალიერებით შეუძლებელი იქნებოდა, გადაყვანილები არიან ექსპერტიზაზე“, - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებები ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს.  გამოძიება 115-ე  მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა)  დაიწყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^