Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა

08 აგვისტო, 2017 17:25

ნახევარი საათის წინ სააგენტო „სპუტნიკმა" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ  ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის სამუშაო შეხვედრა დაიწყო. თუმცა ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გამოცემამ გამოქვეყნებული მასალის ტექსტი შეცვლა, რომლის მიხედვით ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის სამუშაო შეხვედრა ჯერ არ დაწყებულა და ის საღამოს საათებშია დაგეგმილი. 

გამოცემის კორესპონდენტის ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და შეხვედრის შემდეგ მხარეები საერთო განცხადებას გააკეთებენ.

პუტინის აფხაზეთში ვიზიტი დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასეს.

„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სოხუმში 8 აგვისტოს ვიზიტი - ამ ძალიან ტრაგიკულ დღეს, საქართველოში რუსული აგრესიის 9 წლისთავზე არის ძალიან ღია გზავნილი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს და ზრდის ამ ტერიტორიებზე ექსკლუზიურ კონტროლს" - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ოკუპაციისა და ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

„დღეს, როდესაც საქართველოს მხარეში, აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს არის სრულიად უშედეგო მცდელობა, რამენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია, რაიმენაირად გამართლდეს 2008 წლის ჯერ ოკუპაცია და შემდეგ გადაწყვეტილება, ერთიანი სახელმწიფოს დაშლის. ამ მცდელობებს პასუხად მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას. არასდროს არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები და მოგონილი საზღვრები არ გაყოფს, მთლიანობას და ურყეობას ჩვენი ქვეყნისა.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^