Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა

09 აგვისტო, 2017 13:39

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით, რუსეთმა პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა. 

„12 ივლისს პუტინის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევრო ჩაურიცხა. საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილის საქმე, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა იმ უამრავ საქმეს შორის, რომელთა განხილვაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში დააკმაყოფილა. რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა. გასული წლის 21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელე შიოშვილის საჩივარი დააკმაყოფილა და რუსეთს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 30 000 ევროს გადახდა დააკისრა. 2006 წლის 20 ოქტომბერს, რუსმა სამართალდამცველებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს. შემდეგ კი უკვე ცხრა თვის ფეხმძიმეს, საქართველოსკენ მატარებლით მგზავრობისას დაღესტანში ქალაქ დერბენდში დოკუმენტების გაუმართაობის მოტივით, გზის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცეს. ასთმით დაავადებული ცხრა თვის ფეხმძიმე ქალი, 4 მცირეწლოვან ბავშვთან და სხვა ქართველებთან ერთად, 2 კვირის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. უკიდურესად გაწამებულმა ქართულმა ოჯახმა, მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო ფეხით გადმოევლო დაღესტან-აზერბაიჯანის საზღვარი. 15 დეკემბერს კი გურჯაანის საავადმყოფოში ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი შედეგით დასრულდა“, - ნათქვამია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^