Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურის სამინისტრო: ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით საქართველოში ჩამობრძანდება

10 აგვისტო, 2017 15:17

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება

„აღნიშნულ შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს. საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენებისა და საერთაშორისო კონფერენციის გამართვას, სადაც განიხილავენ ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებს. ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებს გადაასვენებენ სამების ტაძარსა და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში, სადაც მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ“, - აცხადებს კულტურის სამინისტრო
სამინისტროს განცხადების თანახმად, 2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფლის იყო. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ს ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

„ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების საფფუძველზე, მიიღეს გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ“, - აცხადებს კულტურის სამინისტრო 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^