ე.წ. მესაზღვრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან მავთულხლართები გაავლეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემოღობილია დაახლოებით 2 ჰექტარი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ხურჩის რწმუნებულმა, ბადრი ხუნჯუგიამ განუცხადა, რომ მავთულხლართები იმ ბოძებზე გაავლეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დამონტაჟდა.